Monday, December 8, 2014

  ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.


    ინტელის ტრენინგმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც ჩემს შემდგომ საქმიანობაში გამომადგება: პროექტის გეგმის შედგენა, ბლოგის გახსნა, Google Draive - ში მუშაობა და უამრავი წვრილმანი(მაგრამ ნამდვილად საჭირო და გამოსაყენებელი). განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინტელის სახელმძღვანელომ, რომელიც დიდ დახმარებას გამიწევს მეც და ჩემს კოლეგებსაც პროფესიული საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

   პროექტი ნამდვილად საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და  ნაყოფიერი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

No comments:

Post a Comment