Monday, December 8, 2014

  ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.


    ინტელის ტრენინგმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც ჩემს შემდგომ საქმიანობაში გამომადგება: პროექტის გეგმის შედგენა, ბლოგის გახსნა, Google Draive - ში მუშაობა და უამრავი წვრილმანი(მაგრამ ნამდვილად საჭირო და გამოსაყენებელი). განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინტელის სახელმძღვანელომ, რომელიც დიდ დახმარებას გამიწევს მეც და ჩემს კოლეგებსაც პროფესიული საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

   პროექტი ნამდვილად საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და  ნაყოფიერი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

Sunday, December 7, 2014

ტრენინგის მერვე დღე მთლიანად პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების გაწერას დავუთმეთ.

Saturday, December 6, 2014

ტრენინგის მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე, სახელმძღვანელოში ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და ამ ნაშრომთა შეფასების ჩეკლისტები. შემდგომ შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი და თვითონ სავარაუდო ნაშრომიც. შევინახეთ ეს ყველაფერი ჩვენს საქაღალდეში. ასევე ვისწავლეთ Power Point-ში ბმულების გაკეთება. ასევე ვისწავლეთ ბლოგში ფონის შეცვლა და ახალი გვერდის გახსნა.
    დღე ნაყოფიერი და ბევრისმომცემი იყო!

Monday, December 1, 2014

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანითმეორე მოდული მე-4 და მე-5 მუხლებს: შეფასების განსაზღვრა მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად, პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.  ვისაუბრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის საშუალებებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო პრაქტიკული სამუშაო, რომლის დროსაც შევქმენით და განვახორციელეთ პროექტის პრეზენტაცია.