Sunday, November 30, 2014

ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
1.  მოდული 2, აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას,  ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე, ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული 2, აქტივობა 3:შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შევქმენით შეფასების სქემა საკუთარი პროექტისთვის.
3. ვისწავლეთ (ყოველ შემთხვევაში, მე შევეცადე) Google.Drive მუშაობა, ნამუშევრის გაზიარება, კომენტარების გაკეთება.
 დღე ძალიან ნაყოფიერი იყო!

Saturday, November 29, 2014

ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა. მაგრამ, პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და  მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის შექმნა და მისი გაფორმება სურათებით.

Friday, November 28, 2014

ტრენინგის პირველი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის შესახებ, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებების შესრულება, მაგ: პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა და საკუთარი ბლოგის შექმნა. მადლობა.